დორტმუნდის „ბორუსია“ „ზალცბურგის“ თავდამსხმელ კარიმ ადეიემის დაიმატებს. გერმანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა.
ადეიემი „დორტმუნდთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „ზალცბურგი“ ტრანსფერის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. აღსანიშნავია, რომ კარიმი „დორტმუნდის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
20 წლის გერმანელი თავდამსხმელი „დორტმუნდში“ ერლინგ ჰოლანდის პირდაპირ შემცვლელად განიხილება, რადგან თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი დამდეგ ზაფხულს კლუბს დატოვებს.
აქვე გეტყვით, რომ კარიმ ადეიემიმ კარიერა „ლეფერინგში“ დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე „ზალცბურგში“ ჩატარებულ 89 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი.