ფეხბურთი

16:17 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დე შილიოსთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია

მატია დე შილიო ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება.

როგორც ის წერს, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ყველაფერი საბოლოო ეტაპზეა. მატია კონტრაქტს 3 წლით განაახლებს და „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსმა“ 2017 წელს „მილანიდან“ დაიმატა და მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. იტალიელი მცველი 2020-2021 წლების სეზონში ფრანგულ „ლიონში“ იყო განათხოვრებული.

0.111384