ფეხბურთი

18:45 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” იოზილი 3 თვით გამოაკლდა

ლონდონის “არსენალისა” და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ფეხბურთს 3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

იოზილი, რომელიც გერმანიის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა, მუხლმა შეაწუხა. 25 წლის ფეხბურთელი მიუნხენში გაემგზავრა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარა. დადგინდა, რომ იოზილს მარცხენა მუხლის მყესები აქვს დაჭიმული და მას მოედანზე დასაბრუნებლად 10-12 კვირის განმავლობაში მკურნალობა დასჭირდება.

0.126645