ფეხბურთი

0:35 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ლივერპულის" ფანებს: "თქვენს თანაგრძნობას არასდროს დავივიწყებ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ლივერპულს“ ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პორტუგალიელმა თქვა, რომ ის მათ თანაგრძნობას არასოდეს დაივიწყებს.

„ერთი მსოფლიო, ერთი სპორტი, ერთი გლობალური ოჯახი. მადლობა, „ენფილდ“! მე და ჩემი ოჯახი არასოდეს დავივიწყეთ ამ წუთებისთვის პატივისცემას და თანაგრძნობას“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესის შვილი მშობიარობისას დაიღუპა. სწორედ ამიტომ, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერის“ მატჩის მეშვიდე წუთზე „ენფილდ როუდის“ პუბლიკამ რონალდუს გასამხნევებლად ტაში დაუკრა და იმღერეს - „შენ არასოდეს იქნები მარტო“.

0.121045