ფეხბურთი

12:49 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა „არსენალთან“ წაგება ცუდ მოედანს დააბრალა

„ჩელსიმ“ პრემიერლიგის 25-ე ტურის გადმოტანილ მატჩში, ლონდონურ დერბიში შინ „არსენალთან“ წააგო (2:4). თამაშის შემდეგ, „არისტოკრატთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, მარცხის წერთ-ერთ მიზეზად „სტემფორდ ბრიჯის“ მოედნის ცუდი საფარი დაასახელა.

„დღეს ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან ცუდი მინდორი იყო. შესაძლოა, ეს ნათქვამი თავის მართლებას ჰგავდეს, მაგრამ ფაქტია, მოედნის ხარისხის გამო პრობლემები შეგვექმნა. მაგალითად, როცა კრისტენსენი მეკარისთვის ბურის უკან დაბრუნებას აპირებდა, სფერო მის წინ უხერხულად ავარდა.

ასეთი სიტუაციის გამო დავუშვით შეცდომა „რეალთანაც“ და ეს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნად დაგვიჯდა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.112047