კრიშტიანუ რონალდუ შვილის გარდაცვალების შემდეგ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ტრაგედიის შემდეგ „მანჩესტერმა“ რონალდუ გაათავისუფლა, რის გამოც პორტუგალიელს „ლივერპულთან“ მატჩში (0:4) არ უთამაშია, თუმცა დღეს ვარჯიშზე გამოცხადდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს შვილი მშობიარობისას გარდაიცვალა, რის გამოც მას მხარდაჭერა „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულის“ ფანებმაც გამოუცხადეს.