ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში მე-20 ადგილზეა, ესპანელ ხაუმე მუნარს დაუპირისპირდა (101-ე ნომერი) და უდავო ფავორიტი იყო, მაგრამ საათსა და 17 წუთში პრაქტიკულად უბრძოლველად დამარცხდა.
პირველი სეტი ესპანელმა ძალიან იოლად 6:1 მოიგო. შედარებით ბრძოლა იყო მეორე სეტში, მაგრამ მუნარმა ამ შემთხვევაშიც გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე - 6:4.
ამრიგად, ბასილაშვილი ტურნირს 1/16 ფინალში დაემშვიდობა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ წყვილთა თანრიგშიც მარცხი განიცადა.