„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებთან მჭიდრო გრაფიკის გამო დაიჩივლა.
„ასეთი მჭიდრო გრაფიკი იანვრიდან გვაქვს და უკვე მივეჩვიეთ. აღდგენითი პროცესი, ერთი ვარჯიში და ისევ მატჩი. როცა წარმატებას აღწევ, წვრთნისთვის დრო თითქმის არ გრჩება. მინდა ფეხბურთელებთან მეტი საათები გავატარო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს თავის მოტყუებაა.
ასეთივე ვითარებაში არიან ლიგის სხვა კლუბების უმეტესობა.
თუ მიმდინარე სეზონში რაიმეს მივაღწიეთ, ეს უპირველესად ბიჭების დამსახურებაა, რომელბიც ვაჟკაცურად უძლებენ დამღლელ სეზონს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ВВС.