„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი, ჰარი მაგუაირი, ჟურნალისტებს „ლივერპულთან“ მოსალოდნელი მატჩის შესახებ ესაუბრა.
„ჩვენთვის „ენფილდზე“ ჩასვლა, კარგად თამაში და სამი ქულის მოპოვება შესანიშნავი შედეგი იქნებოდა. ძალიან გვინდა გავიმარჯვოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. ისინი ხომ ჩვენს გვერდით არიან ამ მძიმე სეზონის განმავლობაში.
ეს არის თამაში რომელსაც მოუთმენლად ველით. დიდი ოფლისღვრა მოგვიწევს დადებითი შედეგის მისაღწევად.“ - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 30-ე ტურის გადმოტანამილი მატჩი „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შოორის, დღეს, 19 აპრილს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.