ფეხბურთი

13:55 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს დ'ალესანდრომ კარიერა გოლით დაასრულა

ანდრეს დ’ალესანდრომ კარიერა დაასრულა. „ინტერნასიონალის“ 41 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩი „ფორტალეზასთან“ ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

დ’ალესანდრომ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მეტოქის კარი დალაშქრა, რითაც ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში „ინტერნასიოლმა“ გამარჯვების გოლიც გაიტანა (2:1).

დ’ალესანდრო თავის დროზე ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. მან კარიერა „რივერ პლეიტში“ დაიწყო, შემდეგ „ვოლფსბურგში“, „პორტსმუთში“, „სარაგოსაში“, „სან ლორენსოში“, ისევ „რივერსა“ და „ნასიონალში“ ითამაშა, ხოლო „ინტერნასიონალის“ ღირსებას 2008-2020 და 2022 წლიდან იცავდა.

მან 2003-2010 წლებში არგენტინის ნაკრებში 25 თამაშში 3 გოლი გაიტანა, 2004 წელს კი ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.

0.107839