კალათბურთი

17:02 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა და დააკლდა MVP გახდა

ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ მალაგაში, „უნიკახას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად, 97:64 იმარჯვა.

კანარიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მაგრამ მესამე პერიოდი, რომელიც 27:7 მოიგეს, მაინც გადამწყვეტი იყო. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა.

ქართველმა ცენტრმა 21:01 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი შედეგად 30 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა. გიორგი ქულებითაც ყველაზე კარგი იყო, მოხსნების რაოდენობით კი ერთადერთ კალათბურთელს ჩამორჩა.

„ლენოვო ტენერიფე“ 19 გამარჯვებით და 10 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

0.105282