ფეხბურთი

16:17 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ "ბარსელონაში" სატრანსფერო გეგმა დასახა

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ტრანსფერები მთავარი მწვრთნელის, ჩავის მითითებებით განხორციელდება.

ჩავიმ უკვე შეარჩია ის სათამაშო რგოლები, სადაც „ბარსას“ გაძლიერება სჭირდება - ეს არის დაცვის ორივე ფლანგი, გარემარბისა და ფორვარდის პოზიცია. ჯერჯერობით, კონკრეტული სახელები, ვინც შეიძლება „ბარსელონამ“ დაიმატოს არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ „ბლაუგრანამ“ უკვე შეათანხმა ორი ფეხბურთელის ტრანსფერი და ორივეს უფასოდ დაიმატებს - „ჩელსის“ ცენტრალურ მცველ ანდრეას კრისტენსენსა და „მილანის“ ნახევარმცველ ფრანკ კესის.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „რეალს“ 12 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, „ბლაუგრანამ“ ევროთასებზე წარუმატებლად ითამაშა - ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში „აინტრახტთან“ დამარცხდა.

0.114275