ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსია“ „ოსასუნას“ დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლებში ბრალი არ მიუძღვის. მის კარში გოლები ჩიმი ავილამ და ანტე ბუდიმირმა გაიტანეს.
„პენალტი კინაღამ მოიგერია, მაგრამ ჩიმი ავილას ძლიერად დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა, როცა „მესტალია“ მისი სეივის ზეიმს აპირებდა. მეორე გოლში ბუდიმირის თავური დარტყმა ზედმეტად მაღალი იყო“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მან ორჯერ ესპანეთის თასზეც ითამაშა. მთლიანობაში 17 თამაშიდან კარი მშრალად რვაჯერ შეინახა.
„ვალენსია“ უახლოეს მატჩს 19 აპრილს, სტუმრად „ვილიარეალთან“ ჩაატარებს, ხოლო სეზონის მთავარი თამაში 23 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისთან“ ელოდება.