ფეხბურთი

1:16 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ღამურები“ ფიქრით უკვე სამეფო თასის ფინალში იყვნენო

ესპანური პრიმერას 32-ე ტურში მთავარი ამბები კვირას და ორშაბათს მოხდება. ყველაზე საინტერესო კი ლიდერების მატჩია: „რეალი“ „სევილიას ეწვევა.

შაბათს „ვალენსიამ“ „ოსასუნასთან“ შინ 1:2 წააგო. მასპინძლები თითქოს დაბნეულები ჩანდნენ. ესპანელი ჟურნალისტები წერენ: ეტყობა „ღამურები“ ფიქრით უკვე სამეფო თასის ფინალში იყვნენ და თამაში ვერფრით ააწყვესო. თასის ფინალი კი 23 აპრილსაა სევილიაში. „ვალენსია“ „ბეტისს“ ეთამაშება.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა. ორი გოლიდან ერთი პენალტი იყო. ქართველმა კუთხეც გამოიცნო და ბურთს თითებიც შეახო, მაგრამ ძლიერი დარტყმული გახლდათ და მაინც გავიდა.

აი, მეორე გოლისას კი ხორვატმა ანტე ბუდიმირმა მართლაც დიდებულად ითამაშა, საჯარიმოში მცველებს აჯობა და თავით დაარტყა შორეულ კუთხეში.

„ოსასუნამ“ 2004 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა „მესტალიაზე.“

„მიუნხენის გმირმა,“ „ვილიარელმა“ სტუმრად „ხეტაფეს“ მოუგო (1:2) ჟერარ მორენოსა და მანუ ტრიგეროსის გოლებით. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 49 ქულით მე-7 ადგილზეა. 42-ქულიანი „ვალენსია“ კი მეათეზე.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

32-ე ტური. 16 აპრილი

ვალენსია - ოსასუნა 1:2

ვალენსია. „მესტალია“

0:1 ავილა (50 პენ), 0:2 ბუდიმირი (74), 1:2 სლერი (83 პენ)

ვალენსია: მამარდაშვილი, გაია (ვასკესი 83), დიაკაბი (მოსკერა 83), გილიამონი, ფულკიე, ხილი (ჩერიშევი 74), მორიბა (სოლერი 65), რაჩიჩი, კოშტა (ანდრე 22), გედეში, დურო

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

ოსასუნა: ერერა, ანხელი (რუბენ გარსია 65), დავიდ გარსია, არიდანე, ვიდალი, ტორო, სანჩესი, მონკაიოლა, ოიერი (მარტინესი 64), ავილა (ბრაშანაცი 74), ბუდიმირი

მწვრთნელი: იაგობა არასატე

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ფულკიე (28); ოიერი (17), ტორო (23)

ელჩე - მალიორკა 3:0

1:0 მოხიკა (42), 2:0 ბიგასი (58), 3:0 ლი კან ინი (81 საკ. კარში)

ალავესი - რაიო ვალეკანო 1:0

1:0 ხოსელუ (64)

გაძევება: ბალიუ (88) - რაი ვალეკანო

ხეტაფე - ვილიარეალი 1:2

0:1 მორენო (7), 0:2 ტრიგეროსი (16), 1:2 უნალი (63)

0.115906