სხვა

0:39 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლონგო ბორგინიმ პარიზი-რუბეს ქალთა რბოლა მოიგო

იტალიის ჩემპიონმა საგზაო რბოლებში, ელისა ლონგო ბორგინიმ, პარიზი-რუბეს ქალთა რბოლა მოიგო, რომელიც სულ მეორედ გაიმართა. პარიზი-რუბე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და რთული კლასიკური რბოლაა მამაკაცთა საგზაო ველოსპორტში. მის სირთულეს, ქვაფენილიანი გზა და ხშირად ცუდი ამინდი განაპირობებს, რომელთა გამო, მრბოლებზე ფიზიკური დატვირთვა არანორმალურად არის გაზრდილი.

ლონგომ სწორედ ქვაფენილიან გზაზე დაიწყო შეტევა და აქედან მოყოლებული, ფინიშამდე ეულად განვლო დაახლოებით 30 კილომეტრი. სანამ შეუტევდა, ის უფრო ადრე დაწინაურებულ სამეულს დაეწია.

მისი „სეგაფრედოელი“ თანამემამულე თანაგუნდელი ელისა ბალსამო დსკვალიფკაციით დაისაჯა, რადგან საბურავის დაზიანების შემდეგ, მცირე მანძილზე გუნდის დამხმარე მანქანა ბუქსირისთვის გამოიყენა, რაც აკრძალულია.

ლონგო ბორგინიმ შეარებით იოლად განვლო ქვაფენილიანი სექტორი, რის შემდეგაც, გამარჯვება პრაქტიკულად გაინაღდა. 30 წლის ველომრბოლმა, ვინც ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელია, ფინიშთან 23 წამით მიასწრო მეორეზე გასულ ბელგიელ ლოტე კოპეცკის, ვინც ორი კვირით ადრე, ფლანდრიის ტური მოიგო. მესამეზე კი „ტრეკ სეგაფრედოს“ ჰოლანდიელი ლუსინდა ბრანდი გავიდა.

„წარმოუდგენელია, თვეზე მეტხანს თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ გუნდი მენდო“, - განაცხადა ლონგო ბორგინიმ.

რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია „ტრეკ სეგაფრედოს“ ინგლისელ ლიზი დიგნანს, ვინც პარიზი-რუბე შარშან მოიგო. ის მეორე შვილზეა ფეხმძიმედ და კარიერა დროებით შეწყვეტილი აქვს.

მამაკაცთა პარიზი-რუბე კვირას გაიმართება.

0.120006