ფეხბურთი

22:52 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რა დაემართა სალაჰს? - 1 გოლი ბოლო 10 მატჩში

ლივერპულელ მოჰამედ სალაჰს ტყუილად არ უწოდებენ „გოლების მანქანას.“ მართლაც, მას ძალიან ხშირად გააქვს. ახლაც, 20 გოლით ერთპიროვნულად ლიდერბს პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას.

მაგრამ ბოლო დროს თითქოს მიზანი დაეკარგა. ზედიზედ 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ აიღო მეტქეთა კარი. ასე იყო, „სიტისთან“ ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც, რომელიც „ლივერპულმა“ 3:2 მოიგო. ეგვიპტელს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გაიტანა.

ბოლოს მან 12 მარტს, პრემიერლიგის 20-ე ტურში გაიტანა „ბრაიტონთან“ (2:0), პენალტით.

კლუბის 8 და ეგვიპტის ნაკრების 2 მატჩში მხლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.

0.127891