„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რთულ მატჩში აჯობა „ნორვიჩს“ – 3:2 და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. ახლა რალფ რანგნიკის გუნდი სამი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგლიზე მდგარ „ტოტენჰემს“ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს.
კათოლიკური აღდგომის საღამოს, მასპინძელთა გმირი კი კვლავ კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. ეს კი ნიშნავს, რომ პორტუგალიელმა დიდვარსკვლავმა კარიერაში 50-ე საკლუბო ჰეთ-თრიქი შეასრულა.
სხვათა შორის, ცუდი სეზონი აქვსო და კრიშტიანუმ უკვე 21 ბურთი გაიტანა, აქედან 15 პრემიერლიგაში. ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში მასზე მეტი მხოლოდ ლივერპულელმა მოჰამედ სალაჰმა (20) და ტოტენჰემელმა სონმა (17) გაიტანეს.
„ბრაიტონმა“ ჩრდილოლონდონურ გუნდებთან გაილაღა. გასულ ტურში „არსენალს“ სძლია სტუმრად (1:2), ამ შაბათს კი „ტოტენჰემი“ დაამარცხა (0:1). ერთადერთი ბურთი ბოლო წუთზე ბელგიელმა ლეანდრო ტროსარმა გაიტანა.
ორივე ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და ასეთი მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვა, ცხადია, დაუშვებელია. „ტოტენჰემს“ აქამდე ზედიზედ ოთხი მატჩი მოეგო პრემიერლიგაში, მაგრამ ამჯერად ძალიან ცუდად ითამაშა. 0 კარში დარტყმა მთელი მატჩის განმავლობაში - ასეთია „ტოტენჰემის“ სტატისტიკა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
თუმცა „ტოტენჰემს“ არც „არსენალი“ „ჩამორჩა“ და „საუთჰემპტონთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ინგლისი
პრემიერლიგა
33-ე ტური. 16 აპრილი
მანჩესტერი - ნორვიჩი 3:2
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
1:0, 2:0 რონალდუ (7, 32), 2:1 დოუელი (45+1), 2:2 პუკი (52), 3:2 რონალდუ (76)
მანჩესტერი: დე ხეა, დალოტი, ლინდელოფი, მაგუაირი, ტელესი (რაშფორდი 74), პოგბა (მატა 74), ლინგარდი (მატიჩი 63), ფერნანდეში, სანჩო, ელანგა, რონალდუ
მწვრთნელი: რალფ რანგნიკი
ნორვიჩი: კრული, ბაირემი, გიბსონი, ჰენლი, იანულისი, დოუელი (პლახეტა 74), ნორმანი, რაშიცა, ლის-მელუ (როუვი 82), მაკლინი (გილმორი 73), პუკი
მწვრთნელი: დინ სმიტი
მსაჯი: ენდი მედლი
გაფრთხილება არ ყოფილა
ტოტენჰემი - ბრაიტონი 0:1
0:1 ტროსარი (90)
საუთჰემპტონი - არსენალი 1:0
1:0 ბედნარეკი (44)
უოტფორდი - ბრენტფორდი 1:2
0:1 ნერგორი (15), 1:1 დენისი (54), 1:2 იანსონი (90+6)