ფეხბურთი

17:42 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მოდრიჩი ლეგენდაა, პაოლო მალდინის მაგონებს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა მწვრთნელმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ტონი კროოსზე, ედუარდო კამავინგაზე, ლუკა მოდრიჩზე, ლამაზად თამაშსა და „სევილიასთან“ მატჩზე.

„რას ნიშნავს კარგად თამაში? ყველას თავისი აზრი აქვს, ჩემთვის კარგად თამაშია თავის დაცვაც და ბურთის ფლობაც, ფეხბურთი შედგება შეტევისგან და დაცვისგან, გუნდი კარგად მაშინ თამაშობს, როცა ორივე ფაზაში შეუძლია საქმის გაკეთება და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამარჯვებაზე, ქულების მოპოვებაზე, რადგან ლა ლიგაში ჯერ არაფერი დასრულებულა. მთელი მსოფლიო ელოდება „რეალის“ წაფორხილებას, ყველა თამაში შეიძლება ჩვენთვის ხაფანგი იყოს, კარგად ვიცით, „სევილია“ როგორ თამაშობს, რომელიც ჯერ კიდევ საჩემპიონო რბოლაშია და ოთხეულში მოხვედრაც უნდა, ჩვენ მზად ვართ.

კამავინგამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, ის ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეა, სწრაფად იზრდება და ბევრს გვაძლევს, მან თამაშში განსხვავება მოახდინა სათადარიგო სკამიდან ჩართვის შემდეგ „ჩელსისა“ და პსჟ-სთან. ბოლო მატჩში მან კროოსის ადგილი დაიკავა, რომელსაც შეცვლა არ მოეწონა, მაგრამ ჩვენთვის ესეც გასაგებია. მისი ჟესტი არ მაწუხებს, ის მწვრთნელზე გაბრაზდა და არა როგორც ადამიან ანჩელოტიზე, ამაზე ვილაპარაკეთ და არანირი პრობლემა არ არსებობს, ის შესანიშნავი ადამიანია.

მოდრიჩი კარიერას „რეალში“ დაასრულებს. არ ვიცი, როდის, მაგრამ მას კონტრაქტის განახლებაზე პრობლემა არ აქვს, არც კლუბს, ამიტომ, ყველაფერი გასაგებია, ის ფეხბურთის ლეგენდაა და თუ ვინმეს უნდა შევადარო, პირველი პაოლო მალდინი მახსენდება, რომელმაც თავისი ბოლო ჩემპიონთა ლიგა თითქმის 40 წლის ასაკში მოიგო“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „სევილიასა“ და „რეალის“ შეხვედრა 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. „სამეფო კლუბი“ ლა ლიგას 31 ტურის შემდეგ 72 ქულით ლიდერობს და „ბარსელონასთან“ შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ 12-ქულიანი უპირატესობაც გააჩნია.

0.115718