ჩოგბურთი

15:10 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე ბელინცონას ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბელინცონას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ის პირველ ნომრადაა განთესილი.

ეკომ ნახევარფინალში ბოსნიელი დეა ჰერდზელასი საკმაოდ იოლად, ორ სეტში, 7:5, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო.

ფინალში გორგოძე 17 აპრილს, ანა ბლინკოვასა და რალუცა სერბანის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.118354