ფეხბურთი

14:30 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზარის ძმა: "ედენი "რეალიდან" მანამ არ წავა, სანამ არ დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა"

ედენ აზარის ძმამ კილიანმა ბელგიურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ძმა მადრიდის „რეალს“ არ დატოვებს, სანამ თავის შესაძლებლობებს სრულად არ წარმოაჩენს.

„ედენი მანამ არ დატოვებს „რეალს“, სანამ არ დაამტკიცებს, რომ ყველაზე ძლიერია. მას ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდა, ყველა კლუბში, სადაც იყო. არ მინდა, რომ მან „რეალი“ დატოვოს და არ მგონია, რომ წავიდეს“, - თქვა კილიანმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალს“ 2019 წელს „ჩელსიდან“ შეუერთდა და დღემდე მხოლოდ 65 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ კილიან აზარიც ფეხბურთელია და ბელგიურ „მოლენბეკში“ თამაშობს.

0.104749