ნემანია მატიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს. 33 წლის სერბმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.
„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება „მანჩესტერ იუნაიტედში“. გადაწყვეტილება ვაცნობე კლუბს, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს. ამ კლუბში თამაში პატივი და პრივილეგია იყო, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან. ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სეზონი საუკეთესოდ დავასრულო“, - დაწერა მატიჩმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ნემანია მატიჩი „მანჩესტერში“ 2017 წელს გადავიდა და დღემდე 183 თამაშში 4 გოლი გაიტანა. სერბ ფეხბურთელს მანამდე „ჩელსიში“, „ბენფიკაში“, „ვიტესსა“ და „კოშიცეში“ უთამაშია.