„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შენგელიამ „ტრენტოსთან“ 28 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რითაც იტალიურ კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26-ს გაუტოლდა.
შედეგად, სერია A-ს ვებგვერდი იტყობინება, რომ ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუს ბოლონიას“ ერთი თვის წინ შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა.