ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ „კარდიფ სიტის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, შედეგად, ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, რაც ქართველი სპეციალისტის ინგლისურ კარიერაში პირველად მოხდა.
ცნობისთვის, „ჰალმა“ წინა ტურში „მიდლსბროს“ მოუგო. „ვეფხვებმა“ ლაჰიარ საიადმანეშისა და ლევი კოილის გოლებით მე-11 წუთისთვის მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა და ბოლოს ერთი გოლი გაუშვეს, მაგრამ გამარჯვებამდე საქმის მიყვანა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ „ჰალმა“ შინ 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და პირველად მოიგო თავისი პუბლიკის წინაშე 29 იანვრის შემდეგ, როცა არველაძეს „სუონსისთან“ დებიუტი ჰქონდა. სამაგიეროდ, გუნდს სტუმრად მხოლოდ 1 წაგება აქვს და 6 თამაშია გასვლაზე არ დამარცხებულა (3 მოგება, 3 ფრე). არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალს“ 5 მოგება, 3 ფრე და 7 წაგება აქვს.
ინგლისური გუნდი 47 ქულით მე-19 ადგილზეა და ჩემპიონშიფში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, გასვლაზე „მილუოლის“ წინააღმდეგ გამართავს.