ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ბელინცონას ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.
რეიტინგის 121-ე ნომერმა რუსი ერიკა ანდრეევა სამ სეტში 7:5, 4:6, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპი გადალახა. შეხვედრა 2 საათისა და 38 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
გორგოძე ბელინცონას ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და ნახევარფინალში მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.