ფეხბურთი

14:45 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარნლიდან" შონ დაიჩი დაითხოვეს

ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერმა „ბარნლიმ“ მთავარი მწვრთნელი შონ დაიჩი გაათავისუფლა. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

დაიჩის გარდა, გაათავისუფლეს მისი ორი ასისტენტი და მეკარეების მწვრთნელიც. ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება ინგლისური კლუბის ახალი თავკაცი.

„ბარნლი“ ინგლისის პრემიერლიგაში 30 თამაშში მოპოვებული 24 ქულით მე-18 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ შონ დაიჩი "ბარნლის" მთავარ მწვრთნელად 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, სწორედ მან გადაიყვანა პრემიერლიგაში და კლუბსი წარმატებები მის სახელს უკავშირდება.

0.112479