ფეხბურთი

14:04 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "რაც მოხდა სირცხვილია და მეც მრცხვენია"

„ბარსელონასა“ და „აინტრახტის“ მატჩში უჩვეულო რამ მოხდა - „კამპ ნოუზე“ გერმანელი ფანების დომინირება იგრძნობოდა. მართალია, რაოდენობრივად ტრიბუნებზე მასპინძლები უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ გარემო ისეთი იყო, რომ თითქოს შინ ფრანკფურტელები თამაშობდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, „კამპ ნოუზე“ 30 000 გერმანელი გულშემატკივარი იყო. აღნიშნულ ფაქტს „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს უბრალოდ სირცხვილია.

„რაც მოხდა, სირცხვილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს. მე, როგორც „ბარსელონას“ გულშემატკივარს ძალიან მრცხვენია. ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, ეს მართლაც არასასიამოვნო იყო, ეს აღარ უნდა განმეორდეს“, - თქვა ლაპორტამ.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ ფანების ნაწილმა პირველ ტაიმში პროტესტის ნიშნად დატოვეს „კამპ ნოუს“ ტრიბუნები და სტადიონზე მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „აინტრახტთან“ 2:3 დამარცხდა და ევროპა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

0.114224