„ბარსელონასა“ და „აინტრახტის“ მატჩში უჩვეულო რამ მოხდა - „კამპ ნოუზე“ გერმანელი ფანების დომინირება იგრძნობოდა. მართალია, რაოდენობრივად ტრიბუნებზე მასპინძლები უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ გარემო ისეთი იყო, რომ თითქოს შინ ფრანკფურტელები თამაშობდნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, „კამპ ნოუზე“ 30 000 გერმანელი გულშემატკივარი იყო. გაკვირვებული დარჩა „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი ჩავიც, რომელიც აშკარად სხვა გარემოს ელოდა.
„ველოდი, რომ სტადიონზე „ბარსელონას“ 70-80 000 გულშემატკივარი იქნებოდა. თუმცა, ასე არ იყო. კლუბი ამოწმებს რა მოხდა“, - აღნიშნა ჩავიმ.
კომენტარი გააკეთა „ბარსელონას“ მცველმა რონალდ არაუხომაც: „გაკვირვებული ვარ, რომ სტადიონზე ამდენი გერმანელი გულშემატკივარი იყო. კლუბმა ეს ფაქტი უნდა გამოიკვლიოს“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „აინტრახტთან“ 2:3 დამარცხდა და ევროპა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.