ფეხბურთი

22:15 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივი" ინწკირველმა ჩაიბარა

თბილისის „ლოკომოტივს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ამიერიდან ალექსანდრე ინწკირველი გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

ინწკირველმა ლაშა ჭაღიაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ უქულოდ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

0.1135