ფეხბურთი

20:37 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ლუკა მოდრიჩის დამატებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ლუკა მოდრიჩის გადაბირებას ეცდება. ესპანური მედიის ცნობით, იტალიური გრანდი 36 წლის ხორვატ ფეხბურთელს თავისთან ეპატიჟება.

მოდრიჩს „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თუ მას არ განაახლებს, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, „იუვენტუსი“ ეცდება, რომ მოდრიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.

როგორც ცნობილი გახდა, მოდრიჩს ამ დროისთვის ორი წინადადება აქვს - „იუვენტუსისგან“ და ყატარული კლუბიდან, რომლის სახელი არ გავრცელებულა. ორივე კლუბი ლუკას ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 428 შეხვედრაში 31 გოლის გატანა მოახერხა, 2018 წელს კი „ოქროს ბურთი“ მოიგო.

0.134694