„ლივერპულის“ გულშემატკივარი, რომელიც ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩს „ენფილდ როუდზე“ უნდა დასწრებოდა, თამაშის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„დიდი სინანულით საფეხბურთო კლუბი ადასტურებს, რომ გულშემატკივარი, რომელიც გუშინდელი მატჩის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს“, - ნათქვამია „ლივერპულის“ განცხადებაში.
გარდაცვლილის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ის სტადიონიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ბენფიკას“ მატჩი 3:3 დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ინგლისელებმა 6:4 მოიგეს და ნახევარფინალში „ვილიარეალს“ შეხვდებიან.