სხვა

4:59 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კენიელი მორბენალი დოპინგის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

კენიელი მორბენალი, 10 000 მეტრზე თანამეგობრობის 2014 წლის ჩემპიონი და აფრიკის ჩემპიონი, ჯოის ჩეპკირუი, დოპინგის გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მისი სასჯელი 2019 წელს იწყება. მიზეზი ათლეტის ბიოლოგიური პასპორტის შეუსაბამობაა.

33 წლის მორბენალი, რომელიც გრძელ დისტანციებზეა სპეციალიზებული, აღნიშნული დარღვევის გამო, 2019 წლის ივლისიდან ვერსად ასპარეზობს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აღებული სისხლის სინჯების ანალიზებმა, ბიოლოგიურ პასპორტთან შეუსაბამობა გამოავლინა. მისგან ეს სინჯები 2016-2017 წლებში აიღეს.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, კენიელ მორბენალს დისკვალიფიკაცია 2019 წლის 28 ივნისს მიუსაჯეს. ჩეპკირუიმ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამრთლომ (CAS), ახლახანს მისი აპელაცია უარყო და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.

გარდა ამისა, ჩეპკირუის გაუუქმდა ყველა შედეგი, რომლებიც მას 2016 წლის აპრილიდან, 2017 წლის აგვისტომდე აქვს დაფიქსირებული. დროის ამ მონაკვეთში, მან ბოსტონის მარათონზე მესამე ადგილი დაიკავა.

0.131193