ფეხბურთი

1:41 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოსა" და "სიტის" ფეხბურთელებმა მატჩის მერეც იჩხუბეს, საქმეში პოლიცია ჩაერია

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი ჩხუბით დასრულდა. ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ მოედანზე დაიწყო და სტადიონის გვირაბში გაგრძელდა.

ყველაფერი ფელიპეს მხრიდან ფილ ფოდენზე უხეშობით დაიწყო, რაც გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა და საქმეში პერსონალის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. თუმცა, ჩხუბი გვირაბშიც გაგრძელდა.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელები მადრიდულმა პოლიციამ გააშველა და სიტუაცია სამართალდამცავებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ „ატლეტიკო“ ორი მატჩის ჯამში 1:0 დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

0.93424