ფეხბურთი

12:23 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.

ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხ სხვადასხვა დეკადაში გავიდა. იტალიელმა სპეციალისტმა ამის გაკეთება 1999 წელს „იუვენტუსთან“ ერთად მოახერხა, 2003, 2005, 2006 და 2007 წლებში „მილანის“ თავკაცის რანგში, ხოლო 2014, 2015 და 2022 წლებში მადრიდის „რეალში“.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ ან „ატლეტიკოს“ შეხვდება.

0.119937