მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „რეალი“ არასდროს ნებდება და ბოლომდე ბრძოლა ამ გუნდის სულის ნაწილია.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მაგრამ არც ასე რთულსაც ველოდით. 0:2 დაუმსახურებლად ჩამოვრჩით, ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბევრი საფრთხე არ დაგვმუქრებია. ყველა ფეხბურთელმა თავგანწირვით ითამაშა. ეს „რეალის“ სულის ნაწილია, ჩვენ არასოდეს ვნებდებით და ამის გამო დავჯილდოვდით - ნახევარფინალის საგზურით.
როდესაც თამაში თანაბარი გახდა, სტადიონის ატმოსფერო დაგვეხმარა. პირველი გოლით მეტოქეს ფსიქოლოგიური დარტყმა მივაყენეთ, შემდეგ კი საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშს „რეალი“ შეჩვეულია, ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევით. ყველა ამბობდა, რომ ინგლისური ფეხბურთი ესპანურზე მაღლა იდგა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ნახევარფინალში ორი ესპანური კლუბია.
ბედნიერი ვარ „ვილიარეალის“ და ემერის გამოც. „ვილიარეალი“ და „რეალი“ ინარჩუნებენ ესპანური ფეხბურთის სახელს ევროპაში და შეიძლება ნახევარფინალში „ატლეტიკოც“ გავიდეს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ატლეტიკოს“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.