ჩოგბურთი

2:06 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ბარსელონას ღია პირველობასაც გამოტოვებს

რაფაელ ნადალს ჯერაც არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ როდის დაუბრუნდება ჩოგბურთს. მან განაცხადა, რომ ბარსელონას ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. ნადალს ჯერაც ბოლომდე არ მუშუშებია ნეკნის ტრავმა (სტრესული მოტეხილობა), რომლის გამოც თვეზე მეტი გაუცდება.

„რაფა ახლახანს ბარსელონას ტურნირს გამოეთიშა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თიხნარის სეზონში, რომელი ტურნირი იქნება პირველი, რომელზეც ის იასპარეზებს. იმედია, ეს მალე მოხდება“, - გამოაცხადა 35 წლის ესპანელის გუნდმა.

ნადალს ინდიან ველსის ფინალში თამაშისას, მკერდის არეში ტკივილი დაეწყო. მოგვიანებით, ბარსელონაში ჩატარებულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ ჩოგბურთელს მკერდის მარცხენა მხარეს, მესამე ნეკნის სტრესული მოტეხილობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ მალე ATP მასტერს 1000-ის ორი მადრიდის და რომის ტურნირების გამართვის დრო ახლოვდება. ნადალს იმედი აქვს, რომ მათზე თამაშს შეძლებს, შემდეგ კი საფრანგეთის ღია პირველობაზეც იასპარეზებს.

0.114165