ფეხბურთი

15:20 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ვიცით, რომ "რეალთან" ქამბექი თითქმის შეუძლებელია"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ ისაუბრა. გერმანელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის დიდი იმედი არ აქვს და ამბობს, რომ მისი გუნდი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას.

„პირველი მატჩის შედეგისა და სტადიონის გათვალისწინებით, რომელზეც ვითამაშებთ, ქამბექის დიდი შანსი არ გვაქვს. საუკეთესო და იდეალური თამაში გვჭირდება, მნიშვნელოვანია ოცნება, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ოცნება ასრულდება.

„ბერნაბეუზე“ „რეალთან“ თამაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამოწვევაა, მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რომ მინიმუმ ორი ბურთით მოგება გვჭირდება, გვესმის, რომ ეს ძალიან რთული იქნება, თითქმის შეუძლებელი. საჭიროა სუპერთამაშის ჩატარება, რაც ადვილი არაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფრის გაკეთება და უკეთ თამაშს, ვიდრე ეს ლონდონში გავაკეთეთ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „რეალთან“ პირველი მატჩი შინ 1:3 წააგო, მადრიდში კი გუნდები 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.11324