ფეხბურთი

12:58 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" კულუშევსკის გამოსყიდვა გადაწყვიტა

ლონდონის „ტოტენჰემი“ დეიან კულუშევსკის სატრანსფერო უფლებებს „იუვენტუსიდან“ გამოისყიდის. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო.

კულუშევსკი „დეზებს“ 2023 წლის ზაფხულამდე იჯარით იანვარში შეუერთდა, მისი გამოსყიდვა კი 35 მილიონ ევროდ შეუძლია.

შვედი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გუნდს იდეალურად მოერგო და მას შემდეგ, რაც ის პრემიერლიგაში თამაშობს, ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული - 6. გარდა ამისა, მან ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსში“ მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში დეიანმა თავი 27 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.063365