ფეხბურთი

10:25 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე "უიპეშტში" მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტის“ მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას უნგრული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

მარტში ბუდუმ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ფანების გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ზოგადად, ზივზივაძე „უიპეშტს“ შესანიშნავად მოერგო და იანვრიდან მოყოლებული 7 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.150599