ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გრაცის „შტურმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 78-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. სწორედ მისი გადაცემით გაიტანა 51-ე წუთზე გორენს სტანკოვიჩმა გამარჯვების გოლი. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
„შტურმი“ საჩემპიონო ზონაში 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 12 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 17 აპრილს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.