საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშა.
ბასილაშვილი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდა და თამაში ვერ დაასრულა. პირველი სეტი ქართველმა 3:6 წააგო, ხოლო მეორე სეტში 0:2-ს მარცხდებოდა, როცა ტრავმის გამო შეხვედრა ვეღარ გააგრძელა და ავტომატურად დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგში მეოცე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე რეიტინგის 28-ე ნომერია.