ინგლისური ჩემპიონშიფის 41-ე ტურში, „მიდლსბროსთან“ სტუმრად გამარჯევბის შემდეგ. „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, თავის ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კინ ლუის-პოტერი გამოარჩია, რომელმაც გამარჯვების ბურთი გაითანა, ჯამში კი სეზონში 10 გატანილი გოლი მოუგროვდა.
„პოტერი ჩვენი საუკეთესო მოთამშეა. მას ყოველთვის შეუძლია რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს. წინა შეხვედრებისასაც შევაქე. მას ძალუძს ირბინოს, ირბინოს და თანაგუნდელებიც აიყოლიოს. შემდეგ კი წამში გადაწყვიტოს თამაშის ბედი.
ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამი ქულაა. განსაკურებით ორი წაგების შემდეგ. „მიდლსბროს“ საშინაო მატჩების სტატისტიკას გადავხედეთ. ამ სტადიონზე მათ „ტოტენჰემი“ დაამარცხეს და ღირსეულად ეთამაშნენ „ჩელსის.“
აქ როცა ჩამოდიხარ, გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო. ჩვენ ეს შევძელით და სამ ქულაზე მეტი მივიღეთ.“ - ციტირებს ქართველი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.