ლუის სუარესი სეზონის ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებს და შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს.
As-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდით თურქული ფეხბურთის გრანდები, „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ დაინტერესდნენ. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.
მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა 35 მატჩში 11 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. თუმცა, ბოლო პერიოდში „როხიბლანკოს“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს.