საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები, ზაფხულში შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატსა (კაცები) და რაგბი ევროპის ალაფაზე (ქალები) ორ-ორ ეტაპს ითამაშებენ.
ჩვენი 7-კაცა 10-გუნდიანი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 25-26 ივნისს პორტუგალიაში, ლისაბონში ითამაშებს. უკვე ცნობილია, რომ საქართველო „ა“ ჯგუფში, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთისა და ბელგიის ნაკრებებს შეხვდება. „ბ“ ჯგუფში გერმანია, ლიტვა, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი გაერთიანდნენ.
მეორე ეტაპი 1-3 ივლისსაა დაგეგმილი და მისი ჩატარების ადგილი მოგვიანებით გაირკვევა, ისევე, როგორც ჯგუფები, რომელიც პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით შედგება.
საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფაზე (მეორე დივიზიონი) პირველ ეტაპს 11-12 ივნისს ხორვატიაში, ზაგრებში ითამაშებს და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სამ ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო აქაც „ა“ ჯგუფშია ინგლისის, უნგრეთისა და მოლდოვას ნაკრებებთან; „ბ“ ჯგუფში იტალია, ფინეთი, თურქეთი და დანია მოხვდნენ; „გ“ ჯგუფში პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და ისრაელი.
გოგონებს ერთი კვირის შემდეგ, 18-19 ივნისს მეორე, ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეტაპი ელით, სადაც ჯგუფები ზაგრებში ნაჩვენები შედეგის მიხედვით დაკომპლექტდება.
RUGBY.GE