კიევის „დინამოს“ 19-წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ეს გამოსარჩევი მოვლენაა.
უკრაინულმა გუნდმა პირველად ითამაშა 24 თებერვლის შემდეგ - რუსული არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის დაწყების მერე. კიევური გუნდი ლისაბონის „სპორტინგს“ ნეიტრალურ მოედანზე, ბუქარესტში დაუპირისპირდა.
მატჩი პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც „ბენფიკას“ შეხვდება და გამარჯვებული „ოთხთა ფინალში“ გავა. თუმცა, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ უკრაინულმა გუნდმა ომის დაწყებიდან ფეხბურთი პირველად ითამაშა.