„პარმას“ ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა 12 წლის უკრაინელ ბავშვს, ვლადისლავს დაუვიწყარი დღე აჩუქა.
ვლადისლავი უკრაინიდან იტალიაში ლტოლვილის სტატუსით მოხვდა. ისიც მეკარეა და მისი კერპი 44 წლის იტალიელი კარის დარაჯია.
ბუფონმა უკრაინელ ბავშვს „პარმასა“ და „კომოს“ შეხვედრის დროს უმასპინძლა, რომელსაც ვლადისლავმა ტრიბუნიდან მიადევნა თვალი. ბუფონს ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ 12 წლის ბავშვი გაახარა, რომელსაც თავისი მაისური, „პარმას“ შარფი და ავტოგრაფი უსახსოვრა, მასთან ფოტოებიც გადაიღო.
ამაღელვებელი შეხვედრის კადრები „პარმას“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. აქვე გეტყვით, რომ ვლადი რომში დედასთან და დასთან ერთად ბებიასთან ჩავიდა.