ძიუდო

23:45 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ბრუნდება: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

ვარლამ ლიპარტელიანი ტატამიზე ბრუნდება და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ძიუდოში კონტინენტის პირველად ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს და 11 ქართველი ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე, თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, ასეთი იქნება:

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (78 კგ).

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით სოფიაში გაიმართება.

0.109387