ჩოგბურთი

22:31 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი შეიძლება უიმბლდონზე დაბრუნდეს

თითქმის ერთი წელია, რაც სერენა უილიამსი კორტზე არ გამოსულა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ვინც უკვე 40 წლისაა, შარშანდელ უიმბლდონს ფეხის ტრავმის გამო, პირველივე წრეში გამოეთიშა.

ტრავმის გამო, მას არც ტოკიოს ოლიმპიადაზე და აშშ-ის ღია პირველობაზე უასპარეზია. მიმდინარე სეზონში, მან უკვე გამოტოვა სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ისტორიაში სერენა წერს, რომ NFL-ის კვორტერბეკ აარონ როჯერსის დახმარებით ვარჯიშობს და მიზნად უიმბლდონზე დაბრუნებას ისახავს. როცა როჯერსმა კითხა, შეძლებდა თუ არა აშშ-ის ღიასთვის დაბრუნებას, სერენამ უპასუხა, რომ ჯერ უიმბლდონია და იქ თამაშს აპირებს.

უიმბლდონი სტარტს 27 ივნისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება. უილიამსს დიდი სლემის ეს პოპულარული ტურნირი, რომელიც ბალახის კორტებზე ტარდება, შვიდჯერ აქვს მოგებული. მათგან ბოლო ტიტული 2016 წელს მოიპოვა.

უილიამსს სულ დიდი სლემის 23 ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს ავსტრალიის 2017 წლის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. მაგრამ ხანგრძლივი უქმეობის გამო, WTA-ს რეიტინგში 246-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. 2017 წელს მას გოგონა, ოლიმპია შეეძინა და მას შემდეგ, დიდი სლემის ოთხი ტურნირის ფინალში ითამაშა. მაგრამ ოთხივეში დამარცხდა.

0.116507