„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ყოფილი თანაგუნდელის, უეინ რუნის კრიტიკას უპასუხა.
საქმე ის არის, რომ ბოლო დროს რუნი ხშირად აკრიტიკებდა პორტუგალიელს. ამბობდა, რომ „მანჩესტერმა“ რონალდუ და პოგბა უნდა მოიშოროს.“ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, კრიშტიანუს ინგლისში დაბრუნებამ „არ იმუშავა.“
ახლახან რუნიმ ტვიტერში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჯეიმი კარაგერთან ერთად ზის ერთ-ერთ ტელესტუდიაში. ცნობისათვის, არც კარაგერს ეზარება პორტუგალიელის კრიტიკა.
რონალდუმ ფოტოს ქვეშ მიუწერა: „ორი შურიანი!“
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „მანჩესტერში“ 2021 წელს დაბრუნდა.