ფეხბურთი

11:51 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: „შევეცდებით, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ“

ევროპა ლიგის „ლაიპციგთან“ პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სერიოზულ მეტოქესთან აქვთ საქმე.

„მზად ვართ დავუპირისპირდეთ გუნდს, რომელიც ამჟამად შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ცხადია, ტურნირის რაც უფრო გვიან სტადიაზე გადიხარ, მეტად ძლიერი მოწინააღმდეგეები გხვდებიან. მაგრამ შევეცდებით, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

სეზონი „ლაიპციგმა“ ცუდად დაიწყო, მაგრამ თამაში ნელ-ნელა გამოასწორა, ახლა კი შესანიშნავ ფორმაში არიან და ამბიციებიც მოემატათ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

„ლაიპციგი“ - „ატალანტას“ შეხვდერა დღეს, 7 აპრილს გაიმართება „რედ ბულ არენა - ცენტრალშტადიონზე.“ მატჩი თბილისის დროთ 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.123504