საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
ორივე გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა ამბიციით - „ლოკოს“ წელს მხოლოდ ლიგაში დარჩენაზე მოუწევს ფიქრი, ხოლო ქუთაისელთა მიზანი გაცილებით მაღალია. ამიტომაც, „ტორპედოს“ ჩავარდნა უფრო გამოსაყოფია.
თუმცა, „ტორპედომ“ ამჯერად მოახერხა 3 ქულის მოპოვება. პირველ ტაიმში გიორგი კუხიანიძემ და მათე ცინცაძემ ორჯერ გაიტანეს, მეორე ნახევარში კი ცოტნე ნადარაიამ და გიორგი არაბიძემაც შეძლეს მეტოქის დამწუხრება. „ლოკომოტივმა“ 88-ე და 90-ე წუთებზე გაბრიელ ხუციშვილისა და ლაშა აწყურელის გოლებით სხვაობა შეამცირა, თუმცა მარცხისგან თავი ვერ დაიხსნა.
„ტორპედოს“ 5 თამაშში 6 ქულით მერვე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 10 აპრილს, „გაგრას“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივს“ 6 მატჩში ქულა არ მოუპოვებია და 11 აპრილს, „დილასთან“ თამაში ელოდება.
„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ 4:2 (2:0)
გოლები: 1:0 კუხიანიძე (28), 2:0 ცინცაძე (42, პენ), 3:0 ნადარაია (53), 4:0 არაბიძე (60), 4:1 ხუციშვილი (88), 4:2 აწყურელი (90)